წესები / პოლიტიკა

ხელშეკრულება

კომპანიის მომსახურების სარგებლობით, ასევე კომპანიის ვებ-გვერდზე რეგისტრაციით მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება აღნიშნულ პირობებს

მიწოდების წესები:

ჩვენი მიზანია ონლაინ შესყიდვისპროცესი იყოს მაქსიმალურად კომფორტული და შეკვეთა მოგაწოდოთ რაც შეიძლება სწრაფად.

ძირითადი პირობები:

მიწოდება ხორციელდება პლასტიკური ბარათით გადახდიდან ან "ამოისუნთქე" -ს ანგარიშზე თანხის ასახვიდან (საბანკო გადარიცხვა) 0-4 სამუშაო დღეში თბილისში და 2/4 სამუშაო დღეში რეგიონებში;

სტანდარტული მიწოდების საფასური თბილისში: 6₾

სტანდარტული მიწოდების საფასური რაიონში: 12.90₾ (საქართველოს ფოსტა)

თბილისში სწრაფი მიწოდების საფასურია : 9.99₾, სწრაფი მიწოდებით სარგებლობა შეგიძლიათ მხოლოდ თბილისში, აღნიშნული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში შეკვეთას მიიღებთ იმავე დღეს

პერსონალური ინფორმაციის გამოყენება

ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც ი/მ ამოისუნთქე ს/კ მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. შეტყობინების მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.

მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირება

ჩვენ ,„ამოისუნთქე“-ს გუნდი, გპირდებით, რომ:
– ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
– არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
– ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

დაბრუნება და გადაცვლა

დაბრუნების პირობები

იმ შემთხვევებისთვის, თუ მოწოდებული პროდუქცია დაზიანებულია ან არ შეესაბამება ვებგვერდზე მითითებულ მონაცემებს, ჩვენ გთავაზობთ პროდუქტის გამოცვლას ან თანხის დაბრუნებას ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად.
დაბრუნების პირობები წარმოადგენს ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმებისას თქვენ ეთანხმებით წინამდებარე დაბრუნების პირობებსაც

დაბრუნების ან გადაცვლის წესები და გამონაკლისები

  1. ნივთის დაბრუნების ან გადაცვლის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, წინასწარ გვაცნობოთ ამის შესახებ
  2. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი
  3. პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში
  4. მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა "ამოისუნთქე" -ს მხრიდან
  5. პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებსაიტზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს